
დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე 1972 წლის 1 ივლისს ქალაქ თბილისში დაიბადა, ფლობს სახელმწიფო მართვის მაგისტრის და ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რადიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
2007-2008 წლებში ეკავა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, 2008 წელს გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ამავე წელს გახდა საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში.
2008-2012 წლებში დავით ბაქრაძე არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. 2012 წლიდან დღემდე არის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი. საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობას იღებს რამდენიმე საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ფორუმის მუშაობაში, არის არაერთ ქვეყანასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრი.
2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარედ.
მიღებული აქვს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის“ კომანდორის ჯვრის ორდენი. მინიჭებული აქვს პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.