ევროპული საქართველოს თავმჯდომარე
გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

საჯარო ცხოვრება

1992-1993წწ. მუშაობდა გაზეთ "მიმომხილველში" ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ პოლიტიკური განყოფილების უფროსად.

1993 წელს იყო რადიო-გადაცემა "პიკის-საათის" პოლიტიკური მიმომხილველი.

1995-1996წწ. გაზეთ "არგუმენტის" პოლიტიკური განყოფილების უფროსი.

1996 წელს იყო ტელეარხ "რუსთავი2"-ის გადაცემა "აქცენტების" ავტორი და წამყვანი.

1996-2004წწ. "თავისუფლების ინსტიტუტი" - ადამიანის უფლებათა პროგრამების კოორდინატორი, უფროსი იურიდიული მრჩეველი

2008-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

2010-2013წწ. უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში.

საპარლამენტო ცხოვრება

- 2004 - 2008 საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008)

- 2004 - 2008 საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე

- 2016 - 2020 საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

- 2017 - 2020 საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო"-ს წევრი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე–პრეზიდენტი (2005-2008)

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი (2007-)

- ნატოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2004-)

- საქართველოს დროებითი სტუდენტური კავშირი, წევრი (1991-1992)

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2007-)

ბრძოლა თავისუფლებისთვის

გიგა ბოკერიას მიმართვა ჯორჯ ბუშს 2005 წელს ბრატისლავაში, როდესაც მისგან თავისუფლებისთვის მებრძოლის (Freedom Fighter) ჯილდო მიიღო.

"ქართველი ხალხი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა იმპერიის სხვა ერები არასდროს დაივიწყებს იმ წვლილს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოროტების იმპერიის დანგრევაში შეიტანა.

ახლა ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის ამით ნამდვილად არ დამთავრებულა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი მშვიდობიანი რევოლუციების დროს ხალხმა ცალსახა არჩევანი გააკეთა ლიბერალური დემოკრატიის სასარგებლოდ.

ჩვენ დღესაც ძალიან ვაფასებთ თქვენ დახმარებას ამ გზაზე და ბრძოლაში. ჩვენ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს დასაძლევი, ვიდრე ჩვენი ქვეყნები იქცევიან სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიებად.

ჩვენში არსებული წინააღმდეგობები ერთმანეთს ჰგავს და განსხვავდება კიდეც, მაგრამ არის ერთი საგარეო პრობლემა, წინააღმდეგობა, რომელიც ყველა ამ ქვეყანას აერთიანებს და მას რუსეთის საგარეო პოლიტიკა ჰქვია. ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკაში საბჭოთა მემკვიდრეობა.

რუსეთი მხარს უჭერს დაუნდობელ დიქტატორს ბელორუსიაში, რუსეთი მხარს უჭერდა ორგანიზებულ დანაშაულს უკრაინაში, რუსეთი გამოდიოდა უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთს არ გაჰყავს სამხედრო ბაზები საქართველოდან და მოლდოვადან, ანუ მიდის მოლდოველი და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთი ორივე ქვყანაში მხარს უჭერს და ახალისებს სეპარატისტულ რეჟიმებს, რომლებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში, იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდაში. ისინი ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიან ტერორისტებისთვის უკონტროლო ტერიტორიების სახით.

ჩვენ კვლავაც გვაქვს იმედი, რომ სხვა ზოგიერთი ცივილიზებული ქვეყნის ლიდერისგან განსხვავებით, თქვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში არსებული თავისუფლება. როგორც თქვენ ბრძანეთ, საჭიროა თავისუფლების დაცვა ყველგან. რუსეთმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო არჩევანი - ან გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ან იყოს ამ რეგიონში ცივილიზაციისა და დემოკრატიისთვის მთავარი საფრთხე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ იქნება ნათქვამი ბატონ პუტინთან შეხვედრისას."