საოკუპაციაო რეჟიმთან "პირდაპირ დიალოგზე" -  ევროპული საქართველოს ხედვა

4 დეკემბერი 2023
4 დეკემბერი 2023
4 დეკემბერი 2023

საოკუპაციაო რეჟიმთან "პირდაპირ დიალოგზე" -  ევროპული საქართველოს ხედვა

  • რუსეთის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგისა და ეკონომიკური ურთიერთობების დალაგების სურვილი გამოთქვა. ამასთან დაკავშირებით საუბარიც შედგა შამბასა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიას შორის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კი მიესალმება პირდაპირი დიალოგთან დაკავშირებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის სურვილს. ამასთან ერთად, ისინი აცხადებენ, რომ ეს მათი მიზანიცაა და პრიორიტეტიც.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, რომელიც იღებს ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებელია, მათ შორის, აფხაზეთის ომის დროს ქართველების გენოციდზე. ყველა მსჯელობა რომელიც მიზნად ისახავს “ეთნიკური კონფლიქტად” , ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირებად მონათლოს აფხაზეთის ოკუპაცია და ამ გზით რუსეთის ფედერაციის როლი გააქროს (რომელიც 30 წელია აფხაზეთის ეფექტურ კონტროლს ახორციელებს) შეგნებულად თუ შეუგნებლად ქვეყნის ინტერესების წინააღდეგ მოქმედებს.

  • ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმებზე ზეწოლის ბერკეტებს იყენებდეს მოქალაქეების დასაცავად, ის საუბრობს საოკუპაციო რეჟიმთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხელისუფლება აწმყოში თვალს ხუჭავს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებზე, დატყვევებაზე, მკვლელობაზე, მომავალში “მშვიდობიანი თანაცხოვრების” გაგრძელებისთვის.

  • საქართველოს ხელისუფლება არ დგამს არცერთ ქმედით ნაბიჯს და არ იყენებს არცერთ ზეწოლის ბერკეტს ირაკლი ბებუას და ქრისტინე თაკალანძის გათავისუფლებისთვის; გიგა ოთხოზორიას მკვლელების დევნისთვის; გალში აპარტეიდული რეჟიმის ქვეშ მცხოვრები ქართველების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ქართველების გარუსების პოლიტიკის დასრულებისთვის, მათ შორის ადგილობრივებისთვის მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების უზრუნველყოფით.

  • ევროპულმა საქართველომ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა, ასეთ პირობებში ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება რა ზემოქმედების ბერკეტებს უნდა იყენებდეს და როგორ უნდა სვამდეს საკითხს, ზემოაღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად: - “ტყვეთა გაცვლა”; “რუსეთის როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეფექტური კონტროლის მქონე სუბიექტის რეალური საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა” ; “უფასო ჯანდაცვის შეზღუდვა საოკუპაციო რეჟიმისთვის”; “ენგურ-ჰესის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი” (ვრცლად: https://www.europeangeorgia.ge/blogs/irakli-bebuas-gatavisuflebistvis-evropuli-saqartvelos-khedva)

  • ამ ჩამონათვალიდან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ენგურ-ჰესის ელექტროენერგიის მიწოდებისა და ზოგადად, მისი ფუნქციონირების საკითხის ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებაზე. 1997 წლის შეთანხმებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ნაწილდებოდა 60% / 40%-ზე პროპორციით. 40% მიეწოდებოდა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიას. უკანასკნელ წლებში, ივანიშვილის რეჟიმმა წლიურად გამომუშავებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი მარიონეტული რეჟიმს დაუთმო.

ოკუპირებული აფხაზეთის დამოკიდებულება ენგურ-ჰესის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე დიდია. წელს საოკუპაციო ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მოუწევთ რუსულ ელექტროენერგიაში ფულის გადახდაც. ამით ენგურ-ჰესიდან მიწოდებული ელექტროენერგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მარიონეტული რეჟიმისთვის.

  • საქართველოს ხელისუფლება ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებებში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაცვლად იყენებს ტერმინს “გამოყოფილი რეგიონები” (Georgia's breakaway regions - Abkhazia and South Ossetia)


ასევე აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მხარეები არიან მხოლოდ საქართველო და რუსეთი, ეს საქართველოსთვის პრინციპული პოზიცია უნდა იყოს და ამ კონტექსტში საქართველოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებისთვის ასევე პრინციპული უნდა იყოს, რომ რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წევრები არ მოიხსენიოს როგორც რომელიმე ცალკე აღებული სუბიექტის წარმომადგენელი და განიხილოს ისინი როგორც ნაწილი რუსეთს დელეგაციის. დღევანდელი ხელისუფლება ამის საპირისპიროდ იქცევა და კვლავ რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივს ამკვიდრებს რომ საქართველოს შიგნით არის „ეთნიკური კონფლიქტები“ და რომ „აფხაზები და ოსები“ კონფლიქტის მხარე არიან

ტერმინი “გამოყოფილი რეგიონები” (Georgia's breakaway regions - Abkhazia and South Ossetia) 90იანი წლებიდან გამოიყენება საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს რომ შეაცვლევინოს ეს ტერმინები ყველა საერთაშორისო ორგანიოზაციას და პარტნიორებს. ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება თავადაც იყენებს მას. (https://smr.gov.ge/en/page/26/geneva-international-discussions)