Მემარცხენე ავტორიტარიზმი მხარს უჭერს ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც განაგებს ადამიანთა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს, რათა უზრუნველყოს კოლექტიური კეთილდღეობა და სოციუალური თანასწორობა. Მემარცხენეებს მიაჩნიათ, რომ თანასწორობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მატერიალური ქონების გადანაწილება საზოგადოებაში მხოლოდ მოთხოვნილების, და არა უნარისა თუ შრომის მიხედვით. Მემარცხენე ავტორიტარიზმი კერძო საკუთრებას ეგოიზმის, მომხვეჭელობის და სოციალური უთანაბრობის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს, შესაბამისად წინ საერთო საკუთრებას აყენებს, რაც რესურსების საერთო ყულაბაში თავმოყრას გულისხმობს. Მემარცხენე ავტორიტარიზმი საზოგადოებრივ ცხოვრებას შემოსავლებისა თუ დოვლათის განაწილების თვალსაზრისით განიხილავს და სოციალური კლასი საზოგადოებრივი დაყოფის უმნიშვნელოვანეს ელემენტად მიაჩნია. თუმცა, ნებისმიერი კლასობრივი დაყოფა დროებითია - ისინი საბოლოოდ, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის სრულ მოსპობას ისახავენ მიზნად.
Მემარცხენე ლიბერალიზმი სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევას ემხრობა და თანამედროვე საბაზრო კაპიტალიზმს არ ენდობა. სახელმწიფო ვალდებულია ადამიანები დაიცვას მიუსაფრობის, სიდუხჭირის, უმეცრების, დაუსაქმობისა და დაუცველობისგან, რაც შესაძლებელია მდიდრებზე უფრო მაღალი საგადასახადო განაკვეთის შემოღებით, ბიზნესზე რეგულაციების გამკაცრებით და ზოგადად, შექმნილი დოვლათის საზოგადოებაში სამართლიანად გადანაწილებით. სახელმწიფო ხარჯები მიმართული უნდა იყოს სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე ჯანდაცვის სერვისის მიღება მიჩნეულია თითოეული ადამიანის უფლებად. Სახელმწიფოს დიდი როლის მიუხედავად, მემარცხენე ლიბერალიზმი ასევე ხაზს უსვამს პიროვნების უფლებებსა და ავტონომიას.
მემაჯრვენე ლიბერალიზმის იდეალი მინიმალური, ე.წ „გუშაგი“ სახელმწიფოა და მისი უმთავრესი საქმე – ნებისმიერი მოქალაქის გარე მტრისგან და სხვა თანამოქალაქეებისგან დაცვაა. Სახელმწიფომ მხოლოდ ის სფეროები უნდა განაგოს, რომელთა მოწესრიგებაც ინდივიდებს არ შეუძლიათ. Მემარჯვენე ლიბერალიზმის თვალსაზრისით, თავისუფალი კაპიტალიზმი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის გარანტია, პიროვნული თავისუფლების ქვაკუთხედი, და ადამიანთა უნარიდანვე გამომდინარე – მათი აღზევებისა თუ დაცემის წინაპირობა – თავისთავად ერთადერთი გზა სოციალური სამართლის მისაღწევად. Მემარჯვენე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი თავისუფლებასა და თანასწორობის იდეებს ეფუძნება, რომლის მიხედვით სახელმწიფოს მამოძრავებელ ძალად ადამიანის თავისუფალი ნება და საზოგადოების ყოველი წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მიიჩნევა. ლიბერალური იდეოლოგია აღიარებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, ღიაა ყველანაირი პროგრესული სიახლისა და რეფორმებისათვის.
Მემარჯვენე ავტორიტარიზმი ძლიერ სახელმწიფოს აღიარებს - ხელისუფლება ყოველთვის ზემოდან ხორციელდება და ის უზრუნველყოფს საზოგადოებრივ თანხმობას. მემარჯვენე ავტორიტარიზმი ნაკლებად რეგულირებულ კაპიტალიზმს უჭერს მხარს და უპირატესობას ანიჭებს კერძო საკუთრებას. Მემარჯვენე ავტორიტარიზმი პატივს სცემს ტრადიციებს, ადათ-წესებს და ინსტიტუციებს როგორიცაა ოჯახი, თემი, ერი, რადგან საზოგადოება არ განიხილება როგორც ინდივიდთა ჯამი, არამედ როგორც საერთო კულტურისა და ტრადიციების ქვეშ გაერთიანებული ადამიანები.
ცენტრიზმი აღიარებს კაპიტალიზმის ძირითად პრინციპებს - ინდივიდუალური საკუთრების უფლება, არჩევანის თავისუფლება და ა.შ - მაგრამ ის ასევე მხარს უჭერს კაპიტალიზმის რეგულაციას ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ბერკეტებით. ცენტრისტების აზრით, გარკვეული რესურსების, მაგრამ არა ყველა რესურსის, საზოგადოებაში გადანაწილებას უჭერს მხარს. ცენტრისტი მხარს უჭერს ზომიერ პოლიტიკას მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის შუალედის პოვნით, ამავდროულად გულისხმობს ისეთი პოლიტიკური ცვლილებების წინააღმდეგობას, რაც გამოიწვევს საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ცვლილებას. ცენტრიზმი დიდ მნიშნველობას არ ანიჭებს იდეოლოგიურ მოწოდებებს და მისთვის მთავარი არის პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების პრაგმატულობა და სტაბილურობა.