ჩვენ შესახებ

რა არის ევროპული საქართველო?

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ არის თავისუფალი მოქალაქეების პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მიზანია მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფოსმშენებლობა, სადაც დაცული და გარანტირებული იქნება ადამიანის ინდივიდუალიზმი და თავისუფალი არჩევანის უფლება.

ეს არის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალა რომლისთვისაც ამოსავალია ადამიანის უფლებები, თავისუფლება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნა.

ევროპული საქართველო წარმოადგენს მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე გაერთიანებას, რომლის პრიორიტეტია საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა მრავალფეროვან და ერთიან ოჯახში დაბრუნება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზით.

დავით ბაქრაძე
პარტიის თავჯდომარე

ჩვენი გუნდი

ევროპული საქართველოს წევრები

სიახლეები

კონტაქტი

  • ცენტრალური ოფისი
მისამართი
#40 ვასილ ბარნოვი, თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა
info@europeangeorgia.ge
სამუშაო საათები
10:00 - 20:00
მოგვწერეთ